ყველაზე მძიმე ბრალი ,,რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წარედგინა. როგორც ჟურნალისტებთან გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოთხი მუხლით წარედგინა.
,, გვარამიას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ 338-ე მუხლით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს, 194-ე მუხლით, რაც ფულის გათეთრებას ითვალისწინებს, 210-ე მუხლი ყალბი დოკუმენტების ანგარიშსწორება და 362_ე მუხლი ყალბი დოკუმენტებისა და არასამეწარმეო საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს'' - განაცხადა ჭაბაშვილმა და აღნიშნა, რომ გვარამია თავს დამნაშავედ არ სცნობს.