ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. როგორც ჟურნალისტებთან ხეთაგურის ადვოკატმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ 338-ე და 194-ე მუხლით წაუყენეს.
,, ხეთაგურს ბრალი სსკ ორი მუხლით წაუყენეს კერძოდ, 338-ე მუხლით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს და 194-ე მუხლი, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს და 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ და აღნიშნა, რომ ხეთაგური თავს დამნაშავედ არ სცნობს.