19 დეკემბერს დაკავებულ ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკს, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძეს და იზაბელა გუტიძეს ბრალი ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის წაუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს მათი დაცვის ქვეს მყოფები თავს დამნაშავედ არ სცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ისინი აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ, 22 დეკემბერს იმსჯელებს.