უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცა. 
"დარწმუნებული ვარ, რომ  ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის პრინციპებზე დამყარებული უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში. 
ვიქტორ იანუკოვიჩმა საქრთველოს პრეზიდენტს ჯანმრთელობა და  სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.
მიხეილ სააკაშვილს 21 დეკემბერს 45 წელი შეუსრულდა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები