სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ,,ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობოო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ნანუაშვილმა განაცხადა იგი არასამთავრობოო სექტორის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაგეგმილ ხედვებს გააცნობს.
,,ჩვენ ვაპირებთ გავაცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი გეგმები და ხედვა, თუ როგორ გვესახება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახალხო დამცველის აპარატმა იმისათვის, რომ სახალხო დამცველის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. ჩვენ გვინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისგან იზოლირებულები არ ვიყოთ და მათი წინადადებებიც მოვისმინოთ", _ განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.