სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, შსს ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიასა და ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს მოინახულებს, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ნანუაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწლით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ასევე 144-ე პრიმა 1 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" "დ" ქვეპუნქტებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 9-დან 15-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ოქუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ხვიჩა საბაშვილი. რაც შეეხება ალექსანდრე ხეთაგურს მას ბრალი წარდგენილი ოფიციალურად არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები