იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრსა და ,,რუსთავი-2"-ის მოქმედ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალს დღეს წაუყენებენ. ხოლო სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას ადვოკატმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"გვარამიას ბრალი ოფიციალურად არ წაჰყენებია, მასალები არ გადმოუციათ, მაგრამ ზეპირად რაც ვიცი -გვარამიას ედავებიან სსკ 193-ე და 338-ე მუხლს, რაც ქრთამის აღებასა და ცრუ მეწარმეობაში დახმარებას გულისხმობს", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სამართალდამცავებმა 19 დეკემბერს დააკავეს და იგი თბილის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.