გარდა იმისა, რომ ყველაფერი გამოქვეყნდება, ხელისუფლება გამოვა ინიციატივით, რომ ახლანდელი დაპატიმრებების საქმეები როცა სასამართლოში წავა, განიხილონ და მოისმინონ ნაფიცმა მსაჯულებმა, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "დიალოგში".
"გვინდა, რომ საპროცესო კოდექსი შეიცვალოს და ყველა ასეთი, ზოგიერთის აზრით პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი ღიად და საჯაროდ ჟიურიმ მოისმინოს, რომ თუ აქ ჩვენი მხრიდან სხვა რაიმე უკეთურობას აქვს ადგილი, აგერ ბურთი და აგერ მოედანი", - აღნიშნა კბილაშვილმა.