დღეს, 21 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება პროექტის "რეგიონული განვითარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მეშვეობით" შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA) მიერ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს.
პროგრამა მხარს უჭერს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში, პროგრამის არსი დაფუძნებულია ინსტიტუციების მშენებლობის ხელშეწყობაზე და მხარს უჭერს ჰოლანდიასა და მატრას ქვეყნებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებას
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სომხეთისა და საქართველოს ტრანსსასაზღვრო რეგიონში მდებარე შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველოი ერთეულები - საქართველო: ბოლნისი - დმანისი - მარნეული - ნინოწმინდა; სომხეთი: ალავერდი - დილიჟანი- იჯევანი- ტაშირი- ვანაძორი.
ადგილობრივ თვითმმართველობათა საუკეთესო პრაქტიკა ასახულია "მუნიციპალური ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გზამკვლევში", რომელიც შექმნილია სომხეთსა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილებების გაზიარებისთვის.