პროკურატურამ ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და დევი კანდელაკის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადება უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით მჭედლიშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ელიტარული კორუფციის სქემა. დაკავებულია საქართველოს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ასევე სააუდიტო კომპანია "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე, იზაბელა გუტიძე.
მჭედლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2012 წლის 6 ნოემბრისთვის დაიწყო, ხოლო 11 ნოემბერს პრესაში, ინტერნეტგამოცემებში, გამოჩნდა ინფორმაცია "თელასში" მიდინარე კორუფციულ საქემებთან დაკავშირებით. ამავდროულად, გამოქვეყნდა კონკრეტული დოკუმენტი, კერძოდ, შპს "ელენდეფ სერვისის" მიერ "თელასისთვის" წარდგენილი ინვოისისთვის საკონსულტაციო მომსახურეობისთვის 450 000 აშშ დოლარის გადარიცხვა. "ელენდეფ სერვისი" ამ ინვოისის წარდგენისთვის ერთი თვის შექმნილი იყო და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. გამოძიება მიმდინარე საქმეზე 2012 წლის რვა ნოემბერს დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მოპოვებული იქნა კონკრეტული მტკიცებულებები. საქმის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: 2012 წლის იანვარში დაკავებული იქნა ს.ს. "თელასის" ხუთი თანამშრომელი, რომელთაც საბოლოოდ გაუფორმდა საპროცესოო შეთანხმებება ხუთი მილონი ლარის გადახდის საფასურად. აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეულ წინაპირობას იმისთვის, რომ ს.ს. "თელასში" მოსალოდნელი იყო საკმოდ მძიმე საგადასახადო შემოწმების ჩატარება. ამავდროულად, თელასში შეიცვალა დირექცია, რაც კიდევ ერთი მაუწყებელი ფაქტი იყო იმისა, რომ მოსალოდნელი იყო ფუნდამენტური შემოწმების ჩატარება, რაც 2006 წლის შემდეგ "თელასში" არ ჩატარებულა. სწორედ ამის გამო თელასის ხელმძღვანელობას შთაბეჭდილება შეექმნა საკმაოდ საფუძვლიანი იმისთვის, რომ მოლაპარაკება დაეწყოთ ენერგეტკის სამინისტროსთან შესაბამისი საგადასახადო მოლაპარაკების თაობაზე. აღნიშნულის გამო, რუსული მხარის მიერ მიჩნეულ იქნა ორივე მხარისთვის მისაღებ პიროვნებად კანდელაკი, რომელიც ჩართული იქნა ამ მოლაპარაკებაში, იმისთვის, რომ საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულიყო და აღნიშნულზე დაწყებულიყო საუბარი და გამოხატულიყო სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას ნება იმისა, რომ საგადასახადოში შეთანხმება შემდგარიყო. მოთხოვნლი იქნა ერთი მილიონი დოლარის გადახდა. შემუშავდა შესაბამისი სქემა - ალექსანდრე ხეთაგურის მიერ ნიკა გვარამიასთვის დავალების შედეგად. სწორედ აღნიშნულ კორუფციულ სქემაზეა საუბარი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. გამოძიება ამ ეტაპზე მზად არის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოების მომეტებულ ყურდრებას უპასუხებს", - განაცხადა მჭედლიშვილმა.