არგენტინის სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს, 1976-1983 წლებში ქვეყანაში სამხედრო ხუნტის მმართველობისას, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ხაიმე სმარტი, რომელიც დედაქალაქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, არგენტინაში პირველი სამოქალაქო პირი გახდა, რომელსაც ბრალი დაედო კაციობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
ხაიმე სმარტსა და მასთან ერთად 22 პირს ბრალი დაედოპთ საიდუმლო ციხეების შექმნაში, ადამიანების გატაცებაში, წამებაში და ე.წ. "ბინძური ომის" დროს ოპოზიციის წამომადგენელთა მკვლელობაში.