"რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბრალდებას, სავარაუდოდ, ორი მუხლით წაუყენებენ, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
ადვოკატის განცხადებით, გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"გვარამიას ბრალი ოფიციალურად არ წაჰყენებია, მასალები არ გადმოუციათ, მაგრამ ზეპირად რაც ვიცი -გვარამიას ედავებიან სსკ 193-ე და 338-ე მუხლს, რაც ქრთამის აღებასა და ცრუ მეწარმეობაში დახმარებას გულისხმობს", - განაცხადა ჭაბაშვილმა.