ალექსანდრე ხეთაგურს საკმაოდ მძიმე ბრალდებას წარუდგენენ, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, თუ რა მტკიცებულებები გააჩნია ბრალდების მხარეს.
ხაჟალიას ინფორმაციით, ალექსანდრე ხეთაგურს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის II და III ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს.
აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე ნაწილით კი გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა.
"საქმის მასალები ამ დრომდე არ მიგვიღია. მასალები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გადმოგვეცემა, რის შემდეგაც გავიგებთ, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდები მხარეს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.