შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. გამოძიებას ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აწარმოებს. სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია.