2013 წლიდან „გაზპრომი" ევროპისთვის და მათ შორის თურქეთისთვის გაზის ტარიფს შეამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიაში ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით მიიღეს. 2013 წლიდან ევროპა რუსულ გაზში 400 დოლარის ნაცვლად სავარაუდოდ, 370 დოლარს გადაიხდის. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპა „გაზპრომისთვის" ევროპა მნიშვნელოვანი ბაზარია, რადგანაც კომპანიის შემოსავლების 80 %-ს სწორედ რომ ევროპიდან მოდის.
ტარიფის გაიაფების ფონზე, რუსეთი 2013 წლიდან ექსპორტის ზრდას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი 140 მლრდ კუბ/მ-დან 152 მლრდ კუბ/მ-მდე გაიზრდება.