სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე კომიტეტის წარმომადგენლებმა სამინისტროს გადასცეს ანგარიში, რომელიც 2011-2012 წლებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას ასახავს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.