ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის) სამთავრობოთაშორისი კომისიის გენერალური მდივანი ედუარდ ბირიუკოვი მიიღო.
შეხვედრაზე განხილული იყო TRACECA-ს პროექტების მიმდინარეობისა და აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხები. მათ პროექტი "Silk Wind", რომელიც ითვალისწინებს საკონტეინერო ბლოკმატარებლის ამოქმედებას ყაზახეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, თურქეთის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის ავტომაგისტრალზე დამხმარე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ითვალისწინებს.