დევნილების მიმართ სახელმწიფოს შეთავაზება ძალაში რჩება. დევნილთა მიმართ აღებულ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. მიმდინარეობს თითოეული ოჯახის შესწავლა.
ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია და ქირით ან ნათესავთან ცხოვრობს, ყველა დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით. სახელმწიფო ღია ციხ ქვეშ არავის ტოვებს. აფხაზეთში დაბრუნებამდე ყველა დევნილი საქართველოში ღირსეულად იცხოვრებს.
ამ ეტაპისთვის აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტირებულულია 243 კოლექტიური ცენტრი და 42 კარკასული ობიექტი. 10 414 ოჯახს ფართება საკუთრებაში გადაეცათ ან დაკანონების პროცესი დღემდე გრძელდება. რაც შეეხება აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას, შეიქმნა 38 ახალი დასახება და აშენდა 4379 კოტეჯი.