ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შიმშილობას აგრძელებს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თბილის საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კორძაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,, პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის მოთხოვნით ექვსი ბრალდებული შიმშილობას აგრძელებს და ირაკლი ოქრუაშვილის შიმშილობის მიზეზი მათდამი სოლიდარობაა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მეორე დღეა პოლიტპატიმართა სიაში მისი თანაგუნდელების შეყვანის მიზნით შიმშილობს.