ტყიბულში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის, გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ბობოხიძისა და ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის პავლე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
,,წერილი გუშინ მომივიდა, სადაც მითითებული იმ დარღვევის ფაქტების შესახებ, რომელიც შემოწმების შედეგადაა გამოვლენილი. შემოწმებით გამოვლინდა, რომ უნებართვოდ მოჭრილია 329 ძირი სხვადასხვა ჯიშისა და დიამეტრის ხეები საერთო მოცულობით 257 კუბური მეტრი", - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცაგარეიშვილის ინფორმაციით, უკანონო ხე-ტყის ჭრას შპს ,,ვედიმიქსი" ახორციელდება, რომლმაც 2009 წელს გარემოს დაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება რომლის მიხედვით, ხე-ტყის ჭრა უნდა განხორციელებულიყო სანიტარული ნორმების დაცვით, თუმცა ,,ვედიმიქსი" ჯანმრთელ ხეებს ჩეხავდა.