13:00 საათზე, თბილისი - რუსთავის შემოვლით გზაზე, თბილისის ეკონომიკური გაფორმების ზონის (საბაჟო ტერმინალი) მოპირდაპირედ, ოფიციალურად გაიხსნება სოკარის პირველი კომბინირებული მულტიფუნქციური სადგური.
ახალ მულტიფუნქციურ სადგურზე, პირველად საქართველოში სოკარმა დაამონტაჟა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის „გალილეოს" მაღალტექნილოგიური და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი აირის კომპრესორი და გაზგამანაწილებელი სვეტები. აღნიშნული კომპრესორი არ საჭიროებს საკომპრესორო შენობას, რადგანაც მოთავსებულია მიკრობოქსში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვითი ტექნოლოგიით.
სოკარის მულტიფუნქციურ სადგურზე მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს გუდვილის მარკეტით, სწრაფი კვების რესტორნით, სავალუტო მომსახურების პუნქტით და სხვა სერვისებით.
ავტომობილების მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ სპეციალური სერვის-ბლოკები რომლის მეშვეობითაც შეძლებენ საბურავების წნევის რეგულირებას, წყლის დამატებას, სალონის ამოწმენდასა და სხვა.
ობიექტზე დასაქმდება 24 ადამიანი.
სოკარის პირველ კომბინირებულ მულტიფუნქციურ სადგურს გახსნის ბ-ნი მაირ მამედოვი საქართველოში სოკარის წარმომადგენლობის დირექტორი სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები