იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გვარამიასა და ხეთაგურს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში ელოდებიან.
ჯერ უცნობია, თუ რის გამო არიან ყოფილი მაღალჩინოსნები საგამოძიებო დეპარტამენტში დაბარებულები და რასთან დაკავშირებით აქვთ მათ მიმართ გამომძიებლებს კითხვები.