ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგი" აკრედიტირებულ იქნა 2009 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგი" ახორციელებს ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ იმპორტირებული და რეალიზებული პროდუქციის სერტიფიცირებას, რაც ნიშნავს ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელის საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები) ხარისხობრივ შემოწმებას. საწვავის ხარისხის შემოწმება ხორციელდება შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.
თებერვლის თვეში ჩვენ ვახორციელებთ ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის'' მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივ შემოწმებას. შედეგი დადებითია, ანუ საწვავი აკმაყოფილებს შესაბამისობის ხარისხს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული საწვავი ბოლო წლების განმავლობაში ხარისხობრივად მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და რიგი პარამეტრების მიხედვით ევრო 3-ის სტანდარტის ნორმებსაც კი აკმაყოფილებს.
მაგალითისათვის, მ/წლის იანვარ-თებერვლის თვეებში ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის'' მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანული რეგულარის ტიპის ბენზინის რეგულარული შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი: ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 93 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა ნაკლებ 91 ერთეულისა); ტყვიის შემცველობა მასში ფაქტიურად არ არის - 0.0011 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 0.013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი შეადგენს 29%-ს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 %-სა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 3 %-მდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5%-სა); გოგირდის შემცველობა არის 142 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა).
სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგი" საზოგადოებას რეგულარულად მივაწვდით ინფორმაციას როგორც ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის'', ასევე სხვა მოქმედი ნავთობკომპანიის მიერ იმპორტირებულ და რეალიზებულ საწვავზე ჩვენს მიერ ჩატარებული ხარისხობრივი შემოწმების შედეგებს