საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის 9 თებერვლის სხდომაზე სს `ზუგდიდიგაზს~ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი დაუდგინა. Mმიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სს `ზუგდიდიგაზის~-თვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი - 45,594 თეთრით (დღგ-ს გარეშე) განისაზღვრა.
სს `ზუგდიგაზზე~, რომელიც ქ. ზუგდიდის მოსახლეობის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია კომისიის 2010 წლის 13 იანვრის სხდომაზე გაიცა და ამოქმედდება ტარიფის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.