დღეს, 19 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ქაიროს, ჯავახეთის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება