შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის ნაწილების ქურდობის ფაქტზე ორი პირი: 1974 წელს დაბადებული ზვიად ტ. და 1988 წელს დაბადებული ლევან ც. დააკავეს. 2012 წლის 15 დეკემბერს, ზვიად ტ.-მ და ლევან ც.-მ დააზიანეს მალხაზ სულაიას, მალხაზ რუხაიას, დავით ურიდიასა და ვლადიმირ ლაბარტყავას კუთვნილი ავტომანქანები და მოიპარეს გვერდითი ხედვის სარკეები და მაგნიტოფონები.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მოპარული ნივთები ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.