ხვალ, 12 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი წეროვანში ჩავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, კვეზერელი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს დაათვალიერებს და ხვნის მიმდინარეობის პროცესს დაესწრება.
მინისტრი ახალ ინიციატივასაც გააჟღერებს. რომლის თანახმადაც, დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო დაამუშავებს.
ბაკურ კვეზერელი წეროვანს 12:00 სთ-ზე ესტუმრება.