"ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ახალ წელს ციხეში არაერთი პატიმარი შეხვედრია.
"ბაჩანა ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნას რაც შეეხება, არაერთი პატიმარი შეხვედრია ახალ წელს ციხეში. თუ თვითონაც შეხვდება ახალ წელს ციხეში, ამით არაფერი დაშავდება", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწლით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5-იდან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე 144-ე პრიმა 1 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" "დ" ქვეპუნქტებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 9-იდან 15-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.