ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა არის ბოჭოიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვეს. როგორც ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათი დაკითხვა არ მომხდარა, უბრალოდ, საგამოძიბო უწყების წარმომადგენლებს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აინტერესებდათ.
"დაკითხვაზე არ ვიყავი. ინფორმაცია აინტერესებდათ რიყის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ მე არაფერი ვიცი და ვუთხარი, რომ არაფერი ვიცოდი", - განაცხადა ჟურნალისტებთან ყოფილმა პრემიერმა საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ.
იმავეს აცხადებს თბილისის მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსიც. როგორც მედიის წარმომადგენლებთან ბოჭოიძემ განაცხადა, მისი დაკითხვა არ მომხდარა და სამართალდამცავებს აინტერესებდათ რიყის ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებული საკითხები.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი და თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდნენ.