ამნისტიის პროექტით, სასჯელის ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ იმ პატიმრებს, რომელბსაც ამნისტიის შესახებ პროექტით გათვალისწინებული მუხლები არც ერთი ფორმით არ შეეხოთ. ეს ნორმა მხოლიდ იმ მსჯავრდებულებზე არ გავრცელდება, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო, სადაც ანიისტის პროექტი დღეს მეორე მოსმენით გახილეს.
ცვლილება შეეხო ამნისტიის პროექტში იმ მუხლს, რომელიც ნარკომომხმარებლებს ეხებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტიდან 260-ე მუხლის მესამე ნაწლის სრულ ამოღებას მოითხოვდა, დეპუტატებმა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და ის მსჯავრდებულები, რომელთაც ეს მუხლი ეხებათ, არ გათავისფლდებიან და მხოლოდ სასჯელი გაუნახევრდებათ.
უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი გამოიწვია საკითხმა თანამდებობრივი დანაშაულების შესახებ, რომელსაც ამნისტია არ ეხება.