პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. როგორც ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა მთავრობაში ყველა კადრი სწორადაა შერჩეული.
,,კმაყოფილი ვარ, რომ კახი კალაძე კარგად გაერკვა სამინისტროს მუშაობაში. აკონტროლებს სიტუაციას და სერიოზული შეცდომები არ აქვს. კბილაშვილთან დაკავშირებითაც არაფერი იგეგმება და თეა წულუკიანზე საუბარი, მითუმეტეს შეუძლებელია", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციას უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.