ავიაკომპანია „აირზენამ" კიევის მიმართულებით ფრენები განაახლა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიაში განუცხადეს, ავიაკონპანია კიევის მიმართულებით რეისებს ახალი, „ბოინგ 737"-ით შეასრულებს, რომელიც „აირზენამ" სულ ეხლახანს შეიძინა. კომპანიის ინფორმაციით, „აირზენა" კიევის მიმართულებით რეისებს კვირაში 4-ჯერ: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
კიევი-თბილისის მიმართულებით ავიარეისის ღირებულება 99 ევროდან დაიწყება და როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული დაბალი ტარიფი იმ საახალწლო აქციის ნაწილია, რომელსაც „აირზენა" საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, მგზავრს არსებული 20 კილო უფასო ბარგის გარდა, დამატებით, 10 კილო ბარგის გადატანაც შეუძლია. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, „აირზენას" გადაწყვეტილებით, კიევი-თბილისის რეისზე მგზავრს ტურისტული ინფრასტრუქტურის, საუბარია თხილამურებზე და სხვა დამხმარე აქსესუარებზე, უფასოდ შეეძლება.
ცნობილია ასევე ისიც, რომ 28 დეკემბრიდან აირზენა ბათუმი-თბილისი მიმართულებით ავიარესებს ზრდის და მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა დღეში 2 რეისიც კი განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ "აირზენამ" ავიაპარკის განახლება უკვე დაიწყო და რამდენიმე თვის უკან „ბოინგის" ტიპის თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია "ბოინგთან" ხელშეკრულება გააფორმა. "აირზენას" ავიაპარკს 2018 წლის ბოლომდე ორი, უკანასკნელი მოდელის "ბოინგი" შეემატება, საიდანაც ერთი „ბოინგ 737"-ი კომპანიამ უკვე შემოიყვანა და თავდაპირველად რეისებს კიევის მიმართულებით შეასრულებს. ხოლო „ბოინგ 787" „დრიმლაინერი" „აირზენას" ავიაპარკს 2018 წელს შეემატება.