17 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს, დაკავებული ყაზბეგის ქუჩაზე N25-ში, 1927 წელს დაბადებული ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა და, როგორც გაირკვა, უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბინის მეპატრონე ბალიშით გაგუდა. შემდეგ, ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლობარდში ჩააბარა, აღებული თანხით , იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და საქართველო დატოვა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება მოახდინეს. 17 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 177-ე მუხლის მეორე „ა" და მესამე „გ" პუნქტით აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილება იძებს.