ამინდის გაუარესებასთან ერთად, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევების სტატიკამ 12-ჯერ მოიმატა.
შემთხვევების მატება შეეხო როგორც ავტომობილებს, ისე სხეულის დაზიანებასაც. დაზღვეულები ძირითადად მოტეხილობებისა და დაჟეჟილობის სამკურნალოდ მიმართავენ ჯიპიაი ჰოლდინგის პროვაიდერებს.
რაც შეეხება ავტომობილებს, ძირითადად მანქანის მოცურებისა და შეჯახების შემთხვევებია - მხოლოდ დღეს დილის საათებში "ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტომომსახურების ჯგუფები 27 მსგავს შემთხვევაზე გავიდა. შემთხვევების 80% თბილისში დაფიქსირდა.
"განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც ავტომომსახურების ჯგუფი, ისე ანაზღაურების სამსახური, რომ ანაზღაურების გაცემა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს. შემთხვევები უფრო მეტად საღამოს და ღამის საათებში ხდება, ვინაიდან გზები შეიძლება მოყინული იყოს და შესაბამისად, მოძრაობა ამ დროს უფრო გართულებულია" , - აცხადებს ანაზღაურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ ქარუმიძე.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" დაზღვეულები წლის განმავლობაში უფასო ავტოასისტანსით სარგებლობენ, რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამინდის გაუარესების დროს. მომსახურებაში შედის: საბურავების გამოცვლა, მანქანის დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოთი, ევაკუატორის უფასო მომსახურება და საწვავის ადგილზე მიტანა.
დაზღვეულები ასევე ისარგებლებენ ავტოანაზღაურების დაჩქარებული და გამარტივებული პროცედურით: 500 ლარამდე ზარალების დარეგულირება ადგილზე მოხდება - ხოლო თანხის განაღდება იმავე დღეს იქნება შესაძლებელი ჯიპიაი-ს სერვის ცენტრებში.
ამასთან, ყველა, ვინც 14 იანვარმდე დააზღვევს ავტომობილს, ჯიპიაი ჰოლდინგისგან 200 ლარს მიიღებს გუდვილის ბონუს ბარათზე. ქულებსი გახარჯვა მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
აქციასთან დაკავშირებული საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის 2 505 111 მეშვეობით, ასევე კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის www.gpih.ge მეშვეობით, სადაც მომხმარებელს შეუძლია, როგორც ონლაინ შეკვეთის გაკეთება, ასევე ონალაინ კონსულტაციის მიღება აქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ასევე ჯიპიაი ჰოლდინგის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით www.facebook.com/gpih.ge