ორი უცნობი პირი მეტროსადგურ "დუბროვკაზე" 29 წლის მამაკაცს დაესხა თავს და დანით ჭრილობები მიაყენეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გარადიჩენა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს "კავკასიური გარეგნობა" ჰქონდათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.