სასტუმრო „ამბასადორში", საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს მთავრობის შეხვედრა წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. დელეგაცია თბილისს 17 დეკემბერს ეწვია. იგი დაკომპლექტებულია 21 კაციანი ჯგუფით, რომელიც შედგება „ბერლინე ცაიტუნგის", „ინდეპენდენტის", „ტელეგრაფის", „ტემპსის," „ფრანს 24", „ფიგაროსა" და სხვა წამყვანი ბეჭდური გამოცემებისა თუ ტელეკომპანიების ჟურნალისტებისაგან. აღნიშნულმა შეხვედრამ 1 საათს გასტანა. შინაგან საქმეთა მინისტრმა უცხოელი ჟურნალისტების ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო თემებზე.