საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცაიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ორგანიზაციას შემდეგი ერთი წლით კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს. საია თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევა, თუმცა, ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარის პოსტზე სამჯერ შეუძლია იყაროს კენჭი. ეს ცვლილება ორგანიზაციის წესდებაში შარშან შევიდა.
ახალი თავმჯდომარის წარდგენა დღეს იგეგმება. თამარ ჩუგოშვილი ასოციაციაში საქმეების გადაბარებამდე დარჩება.