საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9352 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 2179 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7173 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ნოემბერში 4995 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.