შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე: გურამ დავლაძე და ნათია მახარაძე, რომლებიც 2012 წლის 14 დეკემბერს, სასზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
14 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ დავლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ხოლო არასრულწლოვან ნათია მახარაძეს შეეფარდა გირაო 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.