18 დეკემბერს, 16:30 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან ერთად დააჯილდოვებს სისხლის სამართალში ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინანსურმხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ-ის მთავრობა. კონკრუსი არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (19 მილიონი დოლარი) შემადგენელი ნაწილი. პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, იურიული პროფესიული გაერთიანებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კომერციული სამართლის განვითარებას და კომერციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკის გაუმჯობესებას.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობენ შემდეგი რვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენები: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა,
ნახევარფინალი გაიმართება 18 დეკემბერს, 9 საათიდან 12 საათამდე, საქართველოს უზენაეს სასამართლოდ შენობაში, ხოლო ფინალური რაუნდი დაიწყება 1:30 საათზე.
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში იურიდიული განათლების გაუმჯობესებას, რაცმართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის გაზრდისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.