შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამართალდამცველები პატრულირებას მოახდენენ არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე.
თბილისის საპატრულო პოლიციაში არსებული 75 -ის ნაცვლად, დღეიდან დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი მოემსახურება. პატრულ-ინსპექტორების რიცხვი კი უკვე 240-ს შეადგენს. მინისტრის გადაწყვეტილებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები. პატრულ-ინსპექტორების ახალ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებიც არიან.
ცვლილებები, რომელიც საპატრულო პოლიციაში განხორციელდა, ცხადია, სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა. შსს სამინისტრო ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. მალე საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი რეგიონებშიც გაიზრდება.