2012 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა.
კომისიის წევრებმა განიხილეს 350-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 2012 წლის 17 დეკემბერს დატოვებს 34 მსჯავრდებული, მათ შორის 4 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 2 მძიმე ავადმყოფი.