ამ წუთებში, "თბილისი-მარიოტში", ცესკო დისკუსიას მართავს თემაზე "არჩევნები და მედია". დისკუსიაში მონაწილეობენ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ცესკოს წევრები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საინფორმაციო სამსახურის ხელ,ძღვანელები, პროდიუსერები და ექსპერტები.
შეხვედრაზე, ზურაბ ხარატიშვილმა არჩევნების გამჭვირვალობის მიმართულებით მედიის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ადგილობრივი არჩევნები ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამ არჩევნებით დავიწყოთ, არჩევნების როგორც ინსტიტუტის რეიტინგის აწევა. ცესკო გამართავს კონსულტაციებს საზოგადოების ყველა დაინტერესბულ ჯგუფთან და განსაკუთრებით მედიასთან, რადგან ამ უკანასკნელის გარეშე მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნდობა ვერ ამღლდება", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ამ თემაზე კომენტარი პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან გახელაძემაც გააკეთა.
"მედიას აქვს ვალდებულება და პრეტენზია იმისა, რომ მეოთხე ხელისუფლება იყოს. შესაბამისად მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა არჩევნების მიმართულებით და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში", - ლევან გახელაძე.