ცნობილი ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ვახტანგ (წოპე) ხუციძე გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის იყო საქართველოს დამსახურებული ექიმი 1967 წლიდან. საქართველოს პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საზოგადოების დამაარსებელი და ამ დარგის ფუძემდებელი საქართველოში. ასევე, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი.
პირველი ოპერაცია 1956 წელს ჩაატარა და მას შემდეგ მისი მოღვაწეობა 50 000 ოპერაციაზე მეტს ითვლის.
ვახტანგი ხუციძე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი.
ვახტანგ ხუციძეს სამშაბათს, 18 დეკემბერს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.