შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე გიორგი ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს-მ, ქუთაისში, ტყაბლაძის ქუჩა №54-დან გია ეგუტიძის კუთვნილი „BMW"-ს მარკის ავტომანქანა გაიტაცა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ავტომანქანა ქუთაისში, იმავე დღეს, ევდოშვილის ქუჩაზე იპოვეს, ხოლო ბრალდებული - მოსკოვის ქუჩაზე დააკავეს.
მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 5 დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება აწარმოებს.