შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის პოლიციის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისათვის ნუგზარ ხ. დააკავეს.
ძიების შედეგად დადგინდა, რომ ნუგზარ ხ. სისტემატურად სძალავდა „მორფინს" თამაზ ც-ს, რომელსაც აღნიშნული ნივთიერება ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფი ბებიასათვის პოლიციიდან გამოჰქონდა.
ნუგზარ ხ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა 15 ამპულა „მორფინი" და საბრძოლო მასალა - შაშხანა და ნაგანის სისტემის იარაღი - ამოიღეს.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის I ნაწილით, 264-ე მუხლის II ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.