ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს "ტაოს" ხელმძღვანელის ლევან თუმანიშვილის მიმართ.
ამ დროისთვის თუმანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში. დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი ზურაბ ბედიაძე.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და 21-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.