ყაბარდო ბალყარეთში ტელეჟურნალისტ ყაზბეგ გეკიევის მეორე სავარაუდო მკვლელის ვინაობა დაადგინეს. "ამ დანაშაულის თანამონაწილე მეორე ადამიანის ვინაობა დადგენილია და მალე ამ საქმეზე ყველა კითხვას წერტილი დაესმება",_ განაცხადა ნალჩიკში მყოფმა რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე ხნით ადრე სამართალდამცავებმა ტელეჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილე პირველი სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგეს - ეს "ბანდიტიზმის" ბრალდებით ფედერალურ ძებნაში მყოფი ზეითუნ ბაზიევი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ტელეჟურნალისტი ყაზბეგ გეკიევი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საღამოს მოკლეს.