საქართველოში H1N1 ვირუსს კიდევ ერთი, ამჯერად 70 წლის ქალი ემსხვერპლა.
ხანდაზმული ქალბატონი წუხელ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიღუპა.
მას ე.წ. ღორის გრიპი უკვე ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ის სტაციონარში იანვარში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
საქართველოში დღეისათვის ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 1276 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ლეტალურად 30 დასრულდა.
სპეციალისტები ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ახალ ტალღას 15 თებერვლის შემდეგ ელოდებიან, რომელიც პირველთან შედარებით უფრო სუსტი იქნება.