ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე პროკურატურაში 18:00 საათზეა დაბარებული. Gგავრცელებული ინფორმაციით, რობაქიძის საგამოძიებო სამსახურში დაბარების მიზეზი მისი შვილის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გამოვლენილი ახალი გარემოებებია.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წელს დიდუბის ეკლესიასთან ჩაცხრილეს. მის მკვლელობაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ.